ბსუ ევროკომისიის პროექტის, ETHICS-ის პარტნიორია
14 მარტი 2023 წელი
ბსუ ევროკომისიის მიერ 2022 წელს დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities - ETHICS) პარტნიორია. 1 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პროექტის პირველ ეროვნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ბსუ-დან პროექტში ჩართულმა პერსონალმა - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ღლონტმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მანუჩარ ლორიამ და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნანა მაკარაძემ.