გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი ოთარ შამილიშვილი
9 აგვისტო 2017 წელი
გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი ოთარ შამილიშვილი
გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, ოთარ შამილიშვილი. პროფესორმა ოთარ შამილიშვილმა პედაგოგიური საქმიანობითა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქიმიის სხვადასხვა მიმართულების განვითარებასა და კვალიფიციური კადრების აღზრდაში. ქიმიკოსის სამეცნიერო ინტერესთა სფერო იყო როგორც მეთოდური, ასევე ახალი კოორდინაციული ნაერთების სინთეზი და კვლევა. პროფესორმა ოთარ შამილიშვილმა ასევე ხელი შეუწყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქიმიის ლაბორატორიების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვასა და ქიმიური რეაქტივების ლაბორატორიულ-სადემონსტრაციო საშუალებების სასწავლო პროცესში გამოყენებას.
სრულად