კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის საზაფხულო სკოლაში მსურველთა რეგისტრაცია იწყება
30 სექტემბერი 2016 წელი
საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაცია - ააიპ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ახორციელებს საზაფხულო სკოლას სახელწოდებით - კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში. საზაფხულო სკოლის მიზანია სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, რაც გულისხმობს სკეპტიციზმის გამომუშავებას და საკითხის კრიტიკული შეფასებისა და მასზე რეფლექსიის სტიმულირებას. ამავე დროს, საზაფხულო სკოლისა და სალექციო კურსის ორგანიზება „კრიტიკულ აზროვნებაში“, წაახალისებს სტუდენტებს თავიანთი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და სოციალური რეალობის რეფორმირებისკენ.
სრულად