საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე
13 იანვარი 2020 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_13540_1_s.jpg)
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე
14 იანვარს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება. ბსუ-ს ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება და იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნატალია ლაზბა საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „დროშების ისტორია“. სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.
სრულად