ინოვაციური და სამეწარმეო უნარების განვითარება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს ERASMUS+ -ის საგრანტო პროექტში - ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში (Enhacing Innovation Competences and Entrepreneurial Skills in Engineering Education - InnoCENS). პროექტის ფარგლებში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლისთვისაც დაგეგმილია აქტივობები: 

  •  სტუდენტებისა და ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირების მომზადება ინოვაციური და სამეწარმეო უნარებში - 2018 წლის  ნოემბერი, დეკემბერი.
  •  სტუდენტების მიერ შემოთავაზებული ინოვაციური იდეების დამუშავება ინკუბატორებში - 2018 წლის  ნოემბერი, დეკემბერი;
  •   საუკეთესო პროექტისა და გუნდის გამოვლენა - 2019 წლის იანვარი.

2019 წლის თებერვალს გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეეტში (UPV) და პროექტს წარადგენენ  საერთაშორისო კონკურსში.



2018 წლის 5 ნოემბრს დასრულდება ინოვაციური იდეების მიღება, რომელსაც განიხილავს კომისია მონაწილეების ჯგუფში (ინკუბატორებში) ჩასარიცხად 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ინოვაციური იდეა-სამოტივაციო წერილი კომისიაზე განსახილველად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://gizo.partskhaladze@bsu.edu.ge

სამოტივაციო წერილის მოთხოვნები:

  • იდეა უნდა იყოს დაწერილი გარკვევით ერთ ან ორ გვერზე;
  • იდეის წარმოდგენისათვის დასაშვებია ნახაზის, სქემის ან ნახატის თანდართვა;
  • იდეაში უნდა ჩანდეს ან ახალი პროდუქტის, ან ახალი მომსახურების შექმნის, ან გაუმჯობესების მცდელობა;
  • ახალი იდეა  უნდა იყოს მომხმარებლისთვის საინტერესო.


სამუშაო ჯგუფი იმუშავებს ინოვაციური და სამეწარმეო უნარების განვითარებაზე ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტთან არსებულ ინოვაციების ცენტრში (აუდიტორია #208).

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა