გაცვლითი პროგრამა ყაზგუუს (ყაზახეთის) უნივერსიტეტში

ყაზახეთის იურიდიული უნივერსიტეტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს მობილობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტებისათვის.

მობილობა განხორციელდება 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრებში.

მობილობის ხანგრძლივობა:  ერთი სემესტრი

მობილობის რაოდენობა: 2 სტუდენტი.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტი უნდა იყო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
  • უცხო ენის ცოდნა (ინგლისური) არანაკლებ B2 დონისა.

საბუთები:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • CV (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე).

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმღები უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს უფასო სწავლას და საერთო საცხოვრებელს.

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა: 2018  წლის 12 დეკემბერი (ბსუ-ს კანცელარია, ოთახი #1).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა