"ბათუმი – წარსული და თანამედროვეობა"

2019 წლის 30 აპრილსა და 1 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტი, სახალხო ზეიმის „ბათუმობა“ ფარგლებში, ატარებს X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: ,,ბათუმი – წარსული და თანამედროვეობა”, რომელიც ეძღვნება ბათუმის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფოლკლორის, კულტურის, არქიტექტურის, ტურიზმის, ეკოლოგიის, ეკონომიკის და  დემოგრაფიის საკითხებს.

საკონფერენციო განაცხადისა და სტატიის წარმოდგენის ვადები:

  • განაცხადი, 5 საკვანძო სიტყვა და აბსტრაქტი (არანაკლებ 300 სიტყვისა) – 2019 წლის 15 მარტი (დანართი №1)
  • განაცხადის მიღებაზე დასტური 2019 წლის 25 მარტი
  • სტატიის მიწოდებაარაუგვიანეს 2019 წლის 30 ივნისისა

ნაშრომის გამოსაცემად მომზადებისას გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი მოთხოვნები:

  1. ნაშრომი უნდა მოიცავდეს არაუმეტეს 10 გვერდს (A4 ფორმატი, ველები: მარჯვნივ – 2 სმ, მარცხნივ – 2,5 სმ, ზედა – 2 სმ, ქვედა – 2 სმ; შრიფტი: Sylfaen, ზომა – 11, ინტერვალი – 1,5);
  2. ნაშრომს თან უნდა ახლდეს ვრცელი რეზიუმე ინგლისურ ენაზე (არანაკლებ 600 სიტყვისა);
  3. ციტირების წესი თან ერთვის.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

ელ. ფოსტა: nbi@bsu.edu.ge

  დანართი 1
  დანართი 2
  პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა