ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა აკადემიური საბჭოს წევრებს, ფაკულტეტის დეკანებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს 2018 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა. საანგარიშო პერიოდში საქმიანობა ძირითადად წარიმართა ბსუ-ს სტრატეგიული განვითარების და რექტორის სამოქმედო გეგმების შესაბამისად, შემდეგი მიმართულებებით: სასწავლო პროცესიის სრულყოფა, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელშეწყობა, ინტერნაციონალიზაცია, სტუდენტთა მომსახურების გაუმჯობესება, წარმატებული ავტორიზაცია, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. რექტორმა ასევე, ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან საუნივერსიტეტო აქტებსა და ღონისძიებებზე. დეტალურად განიხილა ყველა ის მიღწევა და წარმატებული პროექტი, რომელიც უნივერსიტეტმა 2018 წელს განახორციელა.
უკან |