ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს თანამედროვე სტანდარტების, 200 მობინადრეზე გათვლილი, ოთხსართულიანი სტუდენტთა საცხოვრებელი ემსახურება. საცხოვრებელი ბათუმში, ლეონიძის ქ. #15-ში მდებარეობს და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. შენობა ძირითადად 2 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული და უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი სველი წერტილებითა და სამზარეულოთი.
სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია ადაპტირებული ბლოკები.
საერთო საცხოვრებელში შესახლება ხდება წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და გაზაფხულის სემესტრის დაწყებისას, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დადგელ ვადებში.
უპირატესობა ბინადრობაზე:
- რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (70 000 და ნაკლები ქულა)
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა მცხოვრები სტუდენტები.
- აჭარის მაღალმთიან რაიონში მცხოვრები სტუდენტები - ხულოს რაიონი, შუახევის რაიონი, ქედის რაიონი, ხელვაჩაურის რაიონის სოფლები: ქვედა ქოქოლეთი, ქობულეთის რაიონის სოფლები: დიდვაკე, ხინო.
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებულის შვილი
- საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილი
- ობოლი (დედით ან მამით)
- იძულებით გადაადგილებული (დევნილის) სტატუსის მქონე
- მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი) ოჯახის წევრი
- ეკომიგრანტის (სტიქიით დაზარალებული) ოჯახის წევრი
- მარტოხელა დედა
- ერთი მშობლის მზრუნველობის ქვეშ
- და ან/და ძმა არის ბსუ-ს სტუდენტი
საერთო საცხოვრებლის ოთახების რაოდენობა
საერთო საცხოვრებლის საფასური და შეღავათები
უკან |