განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პროექტის წარდგენა

სურათი

განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა თამარ სანიკიძემ პროექტის „ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან ასოცირება: უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა მდგრადი  განვითარებისათვის” პრეზენტაცია გამართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტის თემას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობისათვის აღებული ვალდებულებები წარმოადგენს. პროექტის მიზანია საზოგადოებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის ცნობიერების ამაღლება ვალდებულების შესრულებით მიღებული სარგებლის შესახებ და მათი ჩართულობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების შესრულების პროცესში.

პროექტის ფარგლებში დადგინდება განათლებისა და ტრენინგის სფეროში ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან დაახლოებისათვის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეკომენდაციების შესრულების ხარისხი და განისაზღვრება, თუ რა გავლენა ექნება ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას საქართველოს საგანმანათლებლო და ეკონომიკურ სფეროებზე. დაინერგება ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და ადვოკატირების თანამონაწილეობითი მექანიზმები.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა