ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე მოსაწვევი პერსონალის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ

გამოცხადდა ღია კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე მოსაწვევი პერსონალის შერჩევის მიზნით (დანართი 2) კონკურსანტებმა ბსუ- კანცელარიის მეშვეობით 2020 წლის 9, 10, 11  სექტემბრის   ჩათვლით, 10:00 -დან 17:00  საათამდე უნდა წარმოადგინონ:

განცხადება (შევსებული თანდართული ფორმის  შესაბამისად დანართი 1);

პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

) უმაღლესი განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლი/ასლები;

ავტობიოგრაფია (CV - შევსების თარიღის მითითებით და ხელმოწერილი);

) ფერადი ფოტო (ზომა ¾).

კონკურსის ჩატარება (დოკუმენტაციის შემოწმება, კონკურსანტებთან გასაუბრება/საჭიროების შემთხვევაში საცდელი ლექციის ან ჯგუფში მუშაობის ჩატარება, ვაკანტური საათების შესასრულებელი სამუშაო დატვირთვის შესაბამისად) - 2020 წლის 15 სექტემბერი;

 საკონკურსო კომისიების მიერ საკონკურსო შედეგების საჯარო გამოცხადება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის და შესაბამისი ფაკულტეტის საინფორმაციო დაფის მეშვეობით - არაუგვიანეს 2020  წლის 16 სექტემბერი;

კონკურსანტთა სააპელაციო საჩივრების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღება  ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით - 2020  წლის  17  სექტემბერი,  10 საათიდან 15 საათამდე;

კონკურსანტთა სააპელაციო საჩივრების (პრეტენზიების) განხილვა და საბოლოო შედეგების   გამოცხადება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით - არაუგვიანეს 2020 წლის 18 სექტემბერი.

კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება - „ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2020-2021 სასწავლო წლისათვის სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით პერსონალის მოწვევისა და მათი აკადემიური (სამუშაო) დატვირთვის განსაზღვრის შესახებ“  ბსუ-ს რექტორის აქტის გამოცემის შემდეგ. შრომითი ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება მოწვეული პირის აკადემიური (სამუშაო) დატვირთვის შესაბამისი სემესტრის/სემესტრების ხანგრძლივობის შესაბამისად.

  დანართი 1
  დანართი 2
  ბრძანება 01-02-114

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა