ბსუ-ს დამატებითი ინსტიტუციური ტესტირება უცხოურ ენებში 2021-2022 აკადემიური წლის „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის მიმდინარე კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური წლის „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის  მიმდინარე კონკურსებში (იხილეთ აქ https://bsu.edu.ge/sub-19/page/15759/index.html) მონაწილეობის მსურველთათვის (ვისაც არ მიუღია მონაწილეობა  სექტემბერ-ოქტომბრის ტესტირებებში), აცხადებს განცხადებების მიღებას დამატებით ტესტირებაში (უცხოურ ენებში) მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება 31 ოქტომბერს.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება რექტორის სახელზე (სტუდენტური პორტალის საშუალებით) და შემდეგ გამოაგზავნონ დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge:
განცხადებაში მიუთითეთ: ფაკულტეტი, საფეხური, სპეციალობა, მოქმედი ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა, ენის დონე:
ბაკალავრიატი - B1/B2,
მაგისტრატურა/დოქტორანტურა- B2 დონე.

განცხადებასთან ერთად წარმოადგინეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

განცხადებების მიღება იწარმოებს 27-29 ოქტომბერს, 18:00 საათმდე.

ტესტირებაში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, თქვენი საკონკურსო დოკუმენტების პაკეტი განიხილება კონკურსის შემდეგ ეტაპებზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა