ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა აკადემიური საბჭოს წევრებს, ფაკულტეტის დეკანებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს 2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა. გასულ წელს საქმიანობა ძირითადად წარმართული იყო ბსუ-ს სტრატეგიული განვითარების და რექტორის სამოქმედო გეგმების შესაბამისად, შემდეგი მიმართულებებით: სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება, დისტანციური სწავლება, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელშეწყობა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, საერთაშორისო ურთიერთობები, სტუდენტთა მომსახურების გაუმჯობესება, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, ბიუჯეტი და სახელფასო პოლიტიკა. ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა ასევე, ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან საუნივერსიტეტო აქტებსა და ღონისძიებებზე, დეტალურად განიხილა ყველა ის მიღწევა და წარმატებული პროექტი, რომელიც უნივერსიტეტმა 2021 წელს განახორციელა.
ბსუ-ს 2021 წლის ანგარიშიუკან |