,,ბსუ-ს 2021-2022 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარის ცვლილების შესახებ’’ ბსუ-ს რექტორის 2021 წლის 01 ოქტომბრის Ν01-02/167 ბრძანების, ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის საშტატო ნუსხის (განრიგის) დამტკიცების შესახებ’’ ბსუ-ს რექტორის 2022 წლის 10 თებერვლის №01-10/10 ბრძანების, ბსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის საერთო კრების 2021 წლის 29 დეკემბრის №1 საოქმო გადაწყვეტილების და ბსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის დებულების მე-6 მუხლის მე-9-13 პუნქტების საფუძველზე:
- განისაზღვროს ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღი და ასარჩევ სტუდენტთა კვოტა ბსუ-ს ფაკულტეტების მიხედვით:
ა) ტექნოლოგიური ფაკულტეტი - 2022 წლის 10 ივნისი, კვოტა - 10 სტუდენტი;
ბ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 2022 წლის 10 ივნისი, კვოტა - 12 სტუდენტი;
გ) ტურიზმის ფაკულტეტი - 2022 წლის 10 ივნისი, კვოტა - 5 სტუდენტი;
დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი - 2022 წლის 10 ივნისი, კვოტა 22 სტუდენტი;
ე) ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი- 2022 წლის 10 ივნისი, კვოტა 17 სტუდენტი;
ვ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 2022 წლის 10 ივნისი, კვოტა 25 სტუდენტი;
ზ) იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი- 2022 წლის 10 ივნისი, კვოტა 12 სტუდენტი;
- კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს (მისამართი ქ.ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. N32/35, მე-2 კორპუსი, პირველი სართული, ოთახი N117 ) 2022 წლის 18 მაისიდან - 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით, უქმე დღეების გარდა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე; (არჩევნების დღეს კენჭისყრა იწყება 10.00 საათზე და მთავრდება 17.00 საათზე).“
- კანდიდატმა რეგისტრაციის გასავლელად კომისიას უნდა წარუდგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
ბ) ცნობა შესაბამისი ფაკულტეტიდან - საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო წლისა და სემესტრის მითითებით;
გ) განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე (ივსება ადგილზე).
- ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეთხოვოს არჩევნებისთვის შესაბამისი ოთახების გამოყოფა, ხოლო ფაკულტეტების დეკანებს - ამომრჩეველთა (აქტიური საარჩევნო უფლების მქონე სტუდენტთა სია) სიების 2022 წლის 03 ივნისის ჩათვლით წარდგენა საარჩევნო კომისიაში.
- განკარგულება განთავსდეს ბსუ-ს ფაკულტეტების საინფორმაციო დაფებსა და ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე (ველში განცხადებები/სტუდენტური ცხოვრება).
- განკარგულება გაეგზავნოს ბსუ-ს რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბსუ-ს ფაკულტეტების დეკანებსა და ბსუ-ს საარჩევნო კომისიას.
- განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
უკან |