აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებულ პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციაში „აკადემიური კეთილსინდისიერება და დისტანციური სწავლება საგანგებო სიტუაციის დროს - ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსპექტივიდან“ საქართველოს და უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენციის ძირითადი თემაა პანდემიის პირობებში შექმნილი საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული ვითარება, ონლაინ სწავლების პროცესი და მათ ჭრილში აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები. წარმოდგენილი მოხსენებები გაერთიანდა რამდენიმე პანელში: სტუდენტების მოტივაცია ონლაინ სწავლების დროს; სწავლის შედეგების შეფასება; აკადემიური პრინციპების დარღვევა და უცხო ენის სწავლების სპეციფიკა.

კონფერენციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, 15 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 40-მდე მომხსენებელი ესწრებოდა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და პროექტის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვევით კონფერენცია დახურა მთავარმა მომხსენებელმა - მაილს ბერიმ - პროექტის პარტნიორი როეჰემპტონის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი).

ყოველწლიური კონფერენციის დაარსების იდეა „ERASMUS+“–ის საგრანტო პროექტის ,,აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში – INTEGRITY“ ფარგლებში გაჩნდა. კონფერენციის მთავარი მიზანი პროექტის ადგილობრივი პარტნიორების მიერ აკადემიურ კეთილსინდისიერების დაცვასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება და საკუთარი პრაქტიკის სხვებისთვის გაცნობაა.

კონფერენცია  ევროკომისიისა და პლაგიატის დეტექციის პროგრამის მომწოდებელი კომპანია „თერნითინი (Turnitin)”-ის მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

  კონფერენციის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა