ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიების „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“ ფარგლებში, ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ გაიხსნა. სესიაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები შავი ზღვის რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ფოლკლორის, ტურიზმის, ეკოლოგიის, ტოპონიმიკის, რელიგიათმცოდნეობის, ფილოსოფიის, არქიტექტურის, სამართალის და სხვა მიმართულებით. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებს 14 ქვეყნის (აშშ, დიდი ბრიტანეთი, იტალია, გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, უკრაინა, თურქეთი და სხვ.) 200-ზე მეტი მონაწილე.
სამეცნიერო კონფერენცია შერეული ფორმატით წარიმართება, 10 სექცია აუდიტორიაში იმუშავებს, ხოლო 6 - ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის ორგანიზატორობით იმართება.
უკან |