ბსუ-ში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“ გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ ბსუ-ს რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი. ღია ცის ქვეშ სამეცნიერო პავილიონების გამოფენაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების, კლიმატის, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურულ-ისტორიული და სხვა მიმართულებით არსებული უახლესი სამეცნიერო კვლევების პრეზენტაციები. ასევე მოეწყო გამოფენები, ვორკშოფები, შემეცნებითი ვიქტორინები და ექსპერიმენტები მოსწავლეებისათვის.
ღონისძიების ფარგლებში ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ სამეცნიერო ნახატების კონკურსში გამარჯვებულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
„შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“ მიზნად ისახავდა სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციასა და მკვლევართა მიღწევების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის.
სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო კვლევითი ცენტრები და ორგანიზაციები:
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
- ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- სასწავლო უნივერსიტეტი მილენიუმი;
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- საქართველოს უნივერსიტეტი.
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
- ბათუმის ტექნოპარკი
- საქართველოს მწვანეთა მოძრაობა;
- ბათუმის ბოტანიკური ბაღი
უკან |