დასრულდა სამეცნიერო კონფერენცია „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“

სურათი

ბსუ-ში დასრულდა ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“. შემაჯამებელ სესიაზე მონაწილეებმა  სექციური მუშაობის შედეგები წარმოადგინეს და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. კონფერენცია ორი დღის განმავლობაში შერეული ფორმატით მუშაობდა და 14 ქვეყნის 200-ზე მეტმა მონაწილემ სამეცნიერო მოხსენებები წარმოდგინა შავი ზღვის რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ტურიზმის, ეკოლოგიის, ტოპონიმიკის, რელიგიათმცოდნეობის, ფილოსოფიის, არქიტექტურის, სამართალის და სხვა მიმართულებით.

კონფერენცია სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიების „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის ორგანიზატორობით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა