გამოცხადდა მიღება 2022-2023 სასწავლო წლისათვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (იხილეთ დანართი 1).
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების და სპეციალობაში მისაღები გამოცდის თემატიკა იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე, ველში ,,საგანმანათლებლო პროგრამები“).
ბსუ-ს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- ბიოლოგია
- ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება
- ეკოლოგია
- ქიმია
- ტურიზმის მენეჯმენტი
- ევროპეისტიკა
- ლინგვისტიკა
- ლიტერატურის თეორია და ქართული ლიტერატურათმცოდნეობა
- ფილოსოფია
- ისტორია
- ციფრული მედია და ინოვაციები
- ბიზნესის ადმინისტრირება
- ფინანსები და საბანკო საქმე
- ეკონომიკა
- სამართალი
- კლინიკური ფსიქოლოგია
- სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა
- მათემატიკა
- ფიზიკა
-
კომპიუტერული მეცნიერება
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდება 2022 წლის 29 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (ბსუ-ს I კორპუსი, ოთახი N20, ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32).
მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება (იხილეთ დანართი 2- განცხადების ფორმა).
ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
დ) ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - ბსუ-ს მიერ დამოწმებული, ხოლო 2022 წელს კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე), უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე, ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თ) სხვა დოკუმენტი, თუკი ითვალისწინებს ბსუ-ს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა.
მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- მისაღები გამოცდა უცხო ენაში (კონკურსანტს მოეთხოვება არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა) - 2022 წლის 9 სექტემბერი (დაწყების დრო: I ცვლა - 10:00 საათი, II ცვლა - 14:00 საათი; ჩატარების ადგილი - ბსუ-ს საგამოცდო ცენტრი - ბსუ-ს N4 კორპუსის მე-3 სართული - ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. N12);
- უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება- 2022 წლის 9 სექტემბერი;
- საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2022 წლის 10 სექტემბერი, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით (ბსუ-ს I კორპუსი, ოთახი N1, ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32).
- საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის მომზადება - 2022 წლის 12 სექტემბერი (ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).
- მისაღები გამოცდა სპეციალობაში (წერითი)- 2022 წლის 13 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო: I ცვლა - 10:00 საათი, II ცვლა - 14:00 საათი; ჩატარების ადგილი - ბსუ-ს საგამოცდო ცენტრი - ბსუ-ს N4 კორპუსის მე-3 სართული - ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. N12);
- სპეციალობაში გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2022 წლის 14 სექტემბერი;
- სპეციალობის გამოცდის შედეგებზე საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2022 წლის 15 სექტემბერი, 1000 დან 1600 მდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით (ბსუ-ს I კორპუსი, ოთახი N1, ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32).
- საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის მომზადება - 2022 წლის 16 სექტემბერს (ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).
- მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 16 სექტემბერს.
ხელშეკრულების გაფორმება სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოლოპოვებულ მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 19-20 სექტემბერი (ბსუ -ს I კორპუსი, ოთახი N20, ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32). ხელშეკრულებები გაფორმდება მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სრულყოფილი დოკუმენტაციისა და სწავლის საფასურის (არანაკლებ 800 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენილი საფუძველზე (სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE 22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289; დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: მაგისტრანტობის კანდიდატის სახელი გვარი, პირადი ნომერი, პროგრამა).
- შენიშვნა: ბსუ-ს ერთობლივ (ბსუ, თსუ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ციფრული მედია და ინოვაციები“ (სწავლის წლიური საფასური 2250 ლარი, მისაღები კონტიგენტი - 10 ადგილი) აპლიკაციის მიღების, რეგისტრაციის ვადები და გამოცდების შესახებ ინფორმაცია განთავსდება მიმდინარე წლის 5 სექტემბერს.
მაგისტრანტობის კანდიდატის რეგისტრაციის ან/და ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მარიამ ბოლქვაძე - 555 39 27 58;
დანართი 1დანართი 2
ბრძანება
უკან |