ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდია

სურათი

ლიეტუვის განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდი აცხადებს  ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდიების კონკურსს. ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2023 წლის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მოკლევადიანი პროგრამები (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის), სრული სამაგისტრო და ინტეგრირებული პროგრამები  და ლიეტუვური ენის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა.

მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების ფარგლებში (ხანგრძლივობა 1 ან 2 სემესტრი) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 490 ევროს ოდენობით, ხოლო დოქტორანტები - 980 ევროს, ასევე, მიიღებენ გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას.

სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 8 მაისი, 2023 წელი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://studyin.lt/scholarships/short-term-studies/

სრული სამაგისტრო და ინტეგრირებული პროგრამებისათვის (ინტეგრირებული პროგრამის შემთხვევაში სწავლების ბოლო ორი წელი) სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 490 ევროს ოდენობით და გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას.

სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 22 მაისი, 2023 წელი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ მულზე: https://studyin.lt/scholarships/full-time-master-degree-studies/ https://apply.scholarships.lt/en_GB/courses/course/10-scholarships-fulltime-master-degree-and-integrated-studies

ლიეტუვური ენის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა (ხანგრძლივობა 1 ან 2 სემესტრი) სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 735 ევროს ოდენობით და გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას.

სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 8 მაისი, 2023 წელი.

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://studyin.lt/scholarships/lithuanian-short-term-studies/

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა