![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_18448_1_s.jpg)
17 მარტს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ აეროპორტში მუშაობით დაინტერესებულ პირებს დასაქმების ფორუმზე იწვევს. ღია კარის დღე - „დასაქმდი აეროპორტში" 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში გაიმართება. დაინტერესებული პირები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ვაკანსიების შესახებ და დეტალურად გაეცნობიან თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს ამა თუ იმ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში.
„ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 1 500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.
უკან |