ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული სამეცნიერო ცენტრი ევროკავშირის საგრანტო პროექტის KEAC-BSR მხარდაჭერით (MSC Horizont 2020), 2023 წლის 23-24 ივნისს ქალაქ ბათუმში, ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „ინტერდისციპლინარული კვლევების ახალი ჰორიზონტები“, რომელიც ეძღვნება პროფესორის დავით გოცირიძის 70-წლისთავს.
კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
1) ლინგვისტიკის ახალი ჰორიზონტები;
2) თარგმანი და კულტურათაშორისი კომუნიკაცია;
3) ლიტერატურული თეორია და კომპარატივისტიკა;
4) 21-ე საუკუნის ფილოსოფიური აზროვნება;
5) ეთნოსი - საზოგადოება - ისტორია - თანამედროვე გამოწვევები.
კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია (https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfYXyz5kvuilbook_PakgicpX8LdtM1RdLq_ghuUgbiy8R72Q/viewfor) ან მითითებულ ელ. ფოსტაზე გადმოგვიგზავნოთ თანდართული განაცხადის ფორმა და მოხსენების მოკლე ანოტაცია 2023 წლის 10 ივნისამდე. ელფოსტა: newhorizons@bsu.edu.ge
კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც, მაგრამ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.
მოთხოვნები ანოტაციის გაფორმებისთვის: მაქსიმუმ 200 სიტყვა, შრიფტი - Sylfaen, ზომა - 12, ინტერვალი - 1,5.
კონფერენციის მასალები (მონაწილეების სტატიები) დაიბეჭდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური სამეცნიერო ცენტრის შრომების საიუბილეო ნომერში და განთავსდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვებგვერდზე http://science.org.ge/?page_id=2534
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა (საორგანიზაციო შესატანი, კონფერენციის პროგრამა, სტატიების კრებული), ტრანსპორტირებისა და გაჩერების ხარჯებს ფარავს თავად აპლიკანტი.
რეგისტრაციის ფორმაუკან |