ბსუ-ში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი გაიმართა

სურათი

ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართა. ფორუმი გახსნეს და სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ტარიელაძემ. ფორუმზე აჭარის ტერიტორიაზე ოპერირებადმა 40-მდე დამსაქმებელმა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმება შესთავაზა 1 000-მდე ვაკანტურ პოზიციაზე. სტუდენტები ერთ სივრცეში შეხვდნენ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია და შეარჩიეს სასურველი ვაკანსიები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა