ბსუ-ს 19 სტუდენტი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაემგზავრება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 19 სტუდენტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაემგზავრება. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში განათლებას მიიღებენ გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და ხორვატის უნივერსიტეტებში. ბსუ-ს რექტორის მოადგილები თამარ სირაძე და ანზორ ბერიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ღლონტი სტუდენტებს შეხვდნენ, გამარჯვება მიულოცეს, სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

2023-2024 სასწავლო წლისათვის უცხოეთში განათლებას აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის კონკურსის შედეგად გამოვლენილი 12 სტუდენტი და „ერაზმუს+“ გაცვლითი პროგრამის კონკურსის გამარჯვებული 7 სტუდენტი მიიღებს.

  • ანა ფარტენაძე - ბიალისტოკის უნივერსიტეტი, პოლონეთი
  • ანა თავდგირიძე  - ბიალისტოკის უნივერსიტეტი, პოლონეთი
  • ანა ცინცაძე -  ბიალისტოკის უნივერსიტეტი, პოლონეთი
  • დიანა დიასამიძე - ბიალისტოკის უნივერსიტეტი, პოლონეთი
  • ანრი ასამბაძე - ბიალისტოკის უნივერსიტეტი, პოლონეთი
  • მართა კახიძე - საიენს პო აიქსი, საფრანგეთი
  • თამარ თურმანიძე - საიენს პო აიქსი, საფრანგეთი
  • ანრი ჯაფარიძე - ვროცლავის უნივერსიტეტი, პოლონეთი
  • გიორგი ტაკიძე - ვროცლავის უნივერსიტეტი, პოლონეთი
  • საბა კახიძე - ვროცლავის უნივერსიტეტი, პოლონეთი
  • ლიზი გოგიბერიძე - ვროცლავის უნივერსიტეტი, პოლონეთი
  • მარიამ ჭანკურიძე - ვროცლავის უნივერსიტეტი, პოლონეთი
  • ანანო დიასამიძე - ოსიეკის უნივერსიტეტი, ხორვატია
  • მარიამ ნემსაძე - რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტი, ბულგარეთი
  • ნიკოლას ფელიპე  სანიკიძე ყიფიანი - მურსიის  უნივერსიტეტი, ესპანეთი
  • გიორგი ბოლქვაძე - ზალცბურგის უნივერსიტეტი, ავსტრია
  • მარიამი ყურშუბაძე - ვროცლავის უნივერსიტეტი, პოლონეთი
  • მარიამ დავითაძე - კორდობას უნივერსიტეტი, ესპანეთი
  • ლანა თოფურია - ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა