სტიპენდიები და სოციალური შეღავათების პროგრამები

სტიპენდიები

საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდიები

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის წარჩინებულ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ წარმატებები სამეცნიერო მუშაობაში, სწავლების მეორე წლიდან კონკურსის საფუძველზე, ენიშნებათ შოთა რუსთაველისა და ხუსეინ ნაკაიძის სახელობის საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდიები 200 ლარის ოდენობით.

საფაკულტეტო სახელობითი სტიპენდიები

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის წარჩინებულ სტუდენტებს სწავლების მეორე წლიდან კონკურსის საფუძველზე, ენიშნებათ შემდეგი საფაკულტეტო სახელობითი სტიპენდიები 150 ლარის ოდენობით:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

  1. პროფესორ როლანდ კომახიძის სახელობის;
  2. პროფესორ დავით ხახუტაიშვილის სახელობის;
  3. პროფესორ აბელ სურგულაძის სახელობის;
  4. სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

  1. აკადემიკოს მემედ კომახიძის სახელობის;
  2. დოცენტ ვლადიმერ ქემხაძის სახელობის;
  3. დოცენტ ოთარ ახვლედიანის სახელობის.

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

  1. აკადემიკოს დურსუნ ბალაძის სახელობის;
  2. ხუსეინ ხალვაშის სახელობის.
  3. სილოვან დადუნაშვილის სახელობის.
  4. გულო აღა კაიკაციშვილის სახელობის;

იურიდიული  და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

  1. პროფესორ სერგო ჯორბენაძის სახელობის;
  2. ტბელ აბუსელიძის სახელობის.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

  1. პროფესორ ვახტანგ პაპუნიძის სახელობის;
  2. პროფესორ ვალერიან მელქაძის სახელობის;
  3. პროფესორ გივი გამსახურდიას სახელობის.

ტექნოლოგიური ფაკულტეტი

  1. ნიკო ნიკოლაძის სახელობის;
  2. აკადემიკოს ლევან ყანჩაველის სახელობის.

ტურიზმის ფაკულტეტი

  1. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის;
  2. ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის.

სხვადასხვა სახის სტიპენდიები

  1. 1-ლი კურსის სტუდენტებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისას პირველ რიგში მიუთითებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მესამე სავალდებულო არჩევით საგანში/საგნებში ექნებათ მაღალი ქულა, ენიშნებათ სტიპენდია 100 ლარის ოდენობით.
  2. წარჩინებულ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ წარმატებები სამეცნიერო მუშაობაში, კონკურსის საფუძველზე ენიშნებათ სახელობითი სტიპენდია 150 ლარის ოდენობით.
  3. სოციალურად დაუცველ წარჩინებულ სტუდენტებს, კონკურსის საფუძველზე ენიშნებათ ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდია 312 ლარის ოდენობით;
  4. გაცვლითი სასწავლო პროგრამის (პროექტის) მონაწილე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტი ღებულობს ერთჯერად სტიპენდიას უცხოეთში ათვისებული კრედიტების საფასურის ექვივალენტის ოდენობით.

სოციალური შეღავათების მინიჭების პროგრამები

  1. დედ-მამით ობოლი სტუდენტები თავისუფლდებიან სწავლის გადასახადისაგან;
  2. სოციალურად დაუცველი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები კონკურსის საფუძველზე უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან სწავლის გადასახადისათვის იღებენ თანადაფინანსებას;
  3. უნივერსიტეტში მოქმედებს წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის ფონდი.
     

"სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში" სპეციალური სასწავლო სოციალური პროგრამის ფარგლებში 2016 წლის მარტში ჩატარებული კონკურსის შედეგად ბსუ-ს სტუდენტთათვის 2015-2016 სასწავლო წლის მე-2 სემესტრის სწავლის საფასურის გადახდაში შეღავათის მინიჭების შესახებ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა