გამოცხადდა ბსუ-ში 2024-2025 წლებში განსახორციელებელი (15.03.2024-15.12.2025წწ.) მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესარჩევი კონკურსი შემდეგ მიმართულებებში:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ინჟინერია, ტექნოლოგიები;
- აგრარული მეცნიერებები;
- ეკონომიკა და ბიზნესი;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები;
- მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
- მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები;
- ტურიზმის მენეჯმენტი;
- ინტერდისციპლინური კვლევები.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2024 წლის 27 თებერვლიდან 10:00 სთ-დან 5 მარტის 16:00 სთ-ის ჩათვლით, თავდაპირველად ელექტრონული სახით (მისამართზე bsugrant@bsu.edu.ge) და მხოლოდ აღნიშნული ქმედების განხორციელების შემდეგ, ასევე მატერიალური სახით (ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარიაში):
ა) საპროექტო განაცხადი (დანართი №1);
ბ) სამეცნიერო-კვლევითი პროექტის აღწერილობა და გეგმა-გრაფიკი (დანართი № 2);
გ) მიზნობრივი პროექტების დაფინანსების ბიუჯეტი (დანართი №3);
დ) მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევით პროექტში მონაწილეობაზე თანხმობის წერილები (დანართი №4 );
ე) პროექტის მონაწილეთა (პერსონალის) CV-ები;
ვ) ცნობა ბსუ-ს სტუდენტის სტატუსის შესახებ და სასწავლო ბარათი (პროექტში ჩართული ბსუ-ს სტუდენტისათვის).
ბრძანება N01-02-15დანართი 1
დანართი 2
დანართი 3
დანართი 4
დებულება
ბრძანება N01-02-28
უკან |