„ბსუ-ს სტუდენტური დღეები 2024’’

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ბსუ-ს სტუდენტური დღეები 2024’’ გაიმართება.  ბსუ-ს მასშტაბურ პროექტის ფარგლებში, სტუდენტები ფაკულტეტების მიხედვით  ერთმანეთს შეჯიბრებიან სპორტული, კულტურული და ინტელექტუალური აქტივობების სხვადასხვა სახეობაში. პროექტის მიზანია სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სპორტის და კულტურის პოპულარიზაცია და სტუდენტური ნაკრებებისთვის კანდიდატების შერჩევა.

სტუდენტი/სტუდენტური გუნდი სტუდენტურ დღეებში მონაწილეობას მიიღებს ფაკულტეტის სახელით და უნდა იყოს აუცილებლად იმავე ფაკულტეტის სტუდენტი, რომელსაც წარმოადგენს შეჯიბრებაში.

გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან თასებით, ფასიანი პრიზებით და შემეცნებითი საექსკურსიო ტურებით. ყველაზე მეტ სახეობაში გამარჯვებულ ფაკულტეტს კი, გადაეცემა ,,ბსუ-ს სტუდენტური დღეები 2024’’-ს გრან პრი

შეჯიბრებებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების/სტუდენტური საფაკულტეტო გუნდების რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ოფისში (ბსუ-ს II კორპუსი, I სართული) და სტუდენტური პორტალის საშუალებით Portal.bsu.edu.ge.

რეგისტრაციის ვადები და შეჯიბრებების გამართვის თარიღები დაიდება პერიოდულად.

შეჯიბრებები გაიმართება შემდეგ სახეობებში

 სპორტი:

  • მინი ფეხბურთი
  • ფრენბურთი
  • ქუჩის კალათბურთი
  • მაგიდის ჩოგბურთი
  • ჭადრაკი
  • მკლავჭიდი
  • დარტსი
  • ტექბოლი
  • FIFA 2024
  • ბილიარდი
  • ნარდი
  • ჭიდაობა
  • აირსოფტი
  • ესთაფეტა
  • წყლის ველოსიპედების მარათონი
  • ქვიშის ფეხბურთი
  • ქვიშის რაგბი
  • ქვიშის ფრენბურთი

  კულტურა:

  • ცეკვა
  • სიმღერა
  • მხიარულთა და საზრიანთა გუნდების შეჯიბრი
  • ფოტოკონკურსი
  • ერთწუთიანი ფილმების კონკურსი
  • ნახატების კონკურსი

 ინტელექტუალური:

  • რა? სად? როდის?
  • სტრატეგიული თამაში ე.წ. "City game"
  • საპარლამენტო დებატები
  • ესეების კონკურსი
  • წიგნების თარო
  • სამაგიდო თამაშები

დამატებითი კითხვების შემთხვევაში და დეტალური ინფორმაციისთვის მობრძანდით სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში (ბსუ-ს II კორპუსი, I სართული); ან მოგვწერეთ ელფოსტაზე: Studservices@bsu.edu.ge;

ან დაგვიკავშირდით: 577 14 54 00 ; 577 22 94 90;

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა