ბსუ-მ ჩოხატაურის სამრევლოს სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩოხატაურის სამრევლოს სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.  ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ სკოლის მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროგრამები, სტიპენდიები, სოციალური პროექტები, გაცვლითი პროგრამები გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ. სკოლის მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, კრიმინალისტიკის ლაბორატორია დაათვალიერეს და  სახალისო ცდებში მიიღეს მონაწილეობა. მათ ასევე მოინახულეს ბსუ-ს სასამართლო საიმიტაციო დარბაზი, სადაც როლური თამაშების ფორმატში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაითამაშეს. ღონისძიება პროექტის ,,აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრისას სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა