„9 აპრილი - ტრაგედიიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე“

სურათი

8 აპრილს, 12.00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, N32 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა-დისკუსია თემაზე: „9 აპრილი - ტრაგედიიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე“. შეხვედრის მოდერატორები არიან: პროფესორები ჯემალ კარალიძე და ოთარ გოგოლიშვილი, ისტორიის დოქტორი ხათუნა დუმბაძე, დოქტორანტი სალომე კარალიძე, ისტორიის მიმართულების მაგისტრანტები - N2 საჯარო სკოლისა და „მონპარნარსის“ პედაგოგები მეგი სურმანიძე და ნინო ჯიჯავაძე, ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ჭანკურიძე.

ღონისძიებაში ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის ელიტური სკოლა „გორდა“-ს, „მონპარნასის“  და  N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

 

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა