სამეცნიერო კონფერენცია - „ინტერდისციპლინარული კვლევების ახალი ჰორიზონტები-II“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი შავი ზღვის რეგიონში მეცნიერებისა და აკადემიური კულტურის გავრცელების კვლევითი ცენტრი ნეოფიტ რილსკის სახელობის სამხრეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის (ბულგარეთი) პარტნიორობით და ევროკავშირის საგრანტო პროექტის KEAC-BSR ფინანსური მხარდაჭერით (MSCA HORIZON2020), ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას

ინტერდისციპლინარული კვლევების ახალი ჰორიზონტები-II“

2024 წლის 18-20 ოქტომბერი, ბათუმი, საქართველო

კონფერენცია მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, აკადემიური კულტურისა და ცოდნის გაზიარებას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში,  ახალგაზრდა მეცნიერების პროფესიული განვითარებას.

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:

  1. ლინგვისტიკის ახალი ჰორიზონტები;
  2. თარგმანი და კულტურათაშორისი კომუნიკაცია;
  3. ლიტერატურული თეორია და კომპარატივისტიკა;
  4. 21-ე საუკუნის ფილოსოფიური აზროვნება;
  5. ეთნოსი - საზოგადოება - ისტორია - თანამედროვე გამოწვევები.

კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ  ელექტრონული რეგისტრაცია https://docs.google.com

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე newhorizons@bsu.edu.ge

კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც, მაგრამ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და  ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა (საორგანიზაციო შესატანი, კონფერენციის პროგრამა, სტატიების კრებული, რომელიც იქნება გამოქვეყნებული რეიტინგულ ჟურნალში), ტრანსპორტირებისა და გაჩერების ხარჯებს ფარავს თავად აპლიკანტი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა