შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე - III

სურათი

2024 წლის 18-19 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია − „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე - III“. სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც დაინტერესებულია შავიზღვისპირეთის პრობლემატიკით და წარმოადგენს აქტუალურ და მეცნიერულ სიახლეზე ორიენტირებულ მოხსენებას.

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:

ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ტურიზმი, ეკოლოგია, რელიგიათმცოდნეობა, პოლიტოლოგია, გეოგრაფია.

კონფერენციის ორგანიზატორები:

  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი (საქართველო)
  • კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის სამი მონოთეისტური რელიგიისა და კანონიკური სამართლის შესწავლის კვლევის ცენტრი (რუმინეთი)

კონფერენციის მხარდამჭერები:

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

მისამართი: ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. №32/35.

სრული ინფორმაციისა და კონფერენციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღების გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიოთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის − შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე - III“ − ვებგვერდს.

ვებ-გვერდზე გადასასვლელი ბმული

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა