ბსუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე 2024-2025 სასწავლო წლისათვის მიღება გამოცხადდა!

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2024-2025 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე. (დანართი 1)

ბსუ-ს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

 

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ეკონომიკა
  • ფინანსები და საბანკო საქმე
  • განათლების ადმინისტრირება
  • კომპიუტერული მეცნიერება
  • მათემატიკა
  • პროფესიული და უწყვეტი განათლება
  • ფიზიკა
  • კლინიკური ფსიქოლოგია
  • სამართალი
  • ბიოლოგია
  • ეკოლოგია
  • ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება
  • ქიმია
  • ნავთობისა და გაზის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და შენახვის ტექნიკა და ტექნოლოგიები
  • სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა
  • ტურიზმის მენეჯმენტი
  • ევროპული ფილოლოგია
  • თარგმანმცოდნეობა და კულტურათშორისი კომუნიკაცია
  • თურქოლოგია
  • ისტორია
  • ლინგვისტიკა
  • ფილოსოფია
  • ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის შედარებითი კვლევები
  • შავიზღვისპირეთისა და კავკასიის ანტიკური არქეოლოგია
  • ციფრული მედია და ინოვაციები

ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების და სპეციალობაში მისაღები გამოცდის თემატიკა იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე, ველში ,,საგანმანათლებლო პროგრამები“.

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 29 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა). მისამართი: ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32;   ბსუ-ს I კორპუსი, ოთახი N20;

 

მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება (შევსებული № 2 დანართის შესაბამისად);

ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

დ) ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - ბსუ-ს მიერ დამოწმებული, ხოლო 2024 წელს კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე),  უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე,  ელექტრონული ვერსია CD დისკზე;

ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ზ) სხვა დოკუმენტი, თუკი ითვალისწინებს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა.

 

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი  განრიგით:

მისაღები გამოცდა უცხო ენაში  (კონკურსანტს მოეთხოვება არანაკლებ B2  დონეზე ცოდნა)  - 2024  წლის 9 სექტემბერი (დაწყების დრო:  I ცვლა - 10:00 საათი,  II ცვლა - 14:00 საათი; ჩატარების ადგილი: ბსუ-ს საგამოცდო ცენტრი (ბათუმი, ფიროსმანის ქ. N12;  ბსუ-ს N4 კორპუსის მე-3 სართული);

უცხო ენის გამოცდის შედეგები გამოცხადდება - 2024 წლის 9 სექტემბერს;

საპრეტენზიო განცხადებები  მიიღება - 2024 წლის 10 სექტემბერს, 10:00-დან 16:00-მდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით. (ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, ბსუ-ს I კორპუსი, ოთახი N1).

საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხი მომზადდება -  2024 წლის 11 სექტემბერს (ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).

მისაღები გამოცდა სპეციალობაში  (წერითი) - 2024 წლის 12 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო:  I ცვლა - 10:00 საათი,  II ცვლა - 14:00 საათი; ჩატარების ადგილი - ბსუ-ს საგამოცდო ცენტრი - ბსუ-ს N4 კორპუსის მე-3 სართული - ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. N12);

გამოცდის შედეგები გამოცხადდება 2024  წლის 13  სექტემბერს;

საპრეტენზიო განცხადებები  მიიღება 2024  წლის 16 სექტემბერს, 10:00- დან 16:00-მდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით (ბსუ-ს I კორპუსი, ოთახი N1, ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32).  

საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხი მომზადდება 2024 წლის 17 სექტემბერს (ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).

მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია გამოცდაზე იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს გამომცდელს (დაგვიანებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება).

გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 18 სექტემბერს, ბსუ-ს ვებგვერდზე და ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურთან (კანცელარია) არსებულ საინფორმაციო დაფაზე.

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2024 წლის 19 და 20 სექტემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა N32/35 (კორპუსის და ოთახის ნომრის შესახებ ინფორმაცია განთავსდეს გამოცდის საბოლოო შედეგებთან ერთად).

  • კონსულტაციები სამაგისტრო პროგრამებზე უცხოურ ენებში (არასპეციალობა) მისაღები გამოცდებისათვის და საგამოცდო ტესტების ნიმუშები იხილეთ ბმულზე: https://bsu.edu.ge/main/page/21191/index.html

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - მარიამ ბოლქვაძე  (ტელ: 555 39 27 58)

 

მაგისტრატურაში მისაღები საგამოცდო თემატიკასთან დაკავშირებით გთხოვთ, მიმართოთ ბსუ-ს შესაბამის ფაკულტეტს.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

  1. ბიოლოგიის სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი, ასოც.  პროფესორი მარინა ნაგერვაძე, ტელ.: 599 58 96 35
  2. ქიმიის სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამა- პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მაია ვანიძე, ტელ.: 599 18 23 22
  3. ეკოლოგიის სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამა- პროგრამის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი ნანი გვარიშვილი, ტელ.: 577 14 10 64
  4. გეოგრაფიის სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამა- პროგრამის ხელმძღვანელი, ასისტ. პროფესორი ხათუნა ჭიჭილეიშვილი, ტელ.: 558 47 20 20

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

  • მათემატიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი დალი მახარაძე, ტელ.:  599 95 88 90
  • კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ვახტანგ ბერიძე, ტელ.: 599 93 84 68
  • ფიზიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი იზოლდა ჯაბნიძე, ტელ.: 551 89 89 88
  • განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ნანა მაკარაძე, ტელ.: 593 60 60 71
  • პროფესიული და უწყვეტი განათლების სამაგისტრო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი მადონა მიქელაძე, ტელ.: 577 14 10 11

 

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

  • სამართლის სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ადამ მახარაძე, ტელ.: 577 71 20 50
  • კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ბერიძე, ტელ.: 577 717 150

ტექნოლოგიური ფაკულტეტი

  • სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სამაგისტრო პროგრამა - ასოც. პროფ. ქეთევან ინაშარიძე, ტელ.: 577 72 35 66, დეკანის მოადგილე მაია გობრონიძე, ტელ.: 557 08 08 79
  • ნავთობისა და გაზის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და შენახვის ტექნიკა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა -  პროფ. ზურაბ მეგრელიშვილი, ტელ.: 593 305 974

ტურიზმის ფაკულტეტი

  • ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა - პროფესორი პაატა ჩაგანავა, ტელ.: 577 54 54 90

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

  • ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - ასოც. პროფესორი ნანული მახარაძე, ტელ.: 593 12 50 67
  • ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა - პროფესორი ნათელა წიკლაშვილი, ტელ.: 577 95 25 95
  • ფინანსები და საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამა - პროფესორი ასიე ცინცაძე, ტელ.: 593 34 41 55

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

  • ლინგვისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი,  პროფ. მამია ფაღავა - 599 38 06 26
  • ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის შედარებითი კვლევების სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამა  - პროგრამის ხელმძღვანელი,პროფ. ნანა ტრაპაიძე - 557 99 27 07
  • ციფრული მედიისა  და ინოვაციების  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა  - პროგრამის ხელმძღვანელი,  პროფ. ინგა შამილიშვილი  - 577 43 71 37
  • ევროპული ფილოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - ასოც. პროფ.  თეა შავლაძე - 593 79 25 79
  • თარგმანისა და კულტურათშორისი კომუნიკაციის სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი,  პროფ . მარინე აროშიძე - 577 14 10 30
  • ფილოსოფიის  სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამა  - პროგრამის ხელმძღვანელი,  ასოც. პროფ. ვარდო ბერიძე - 577 14 54 26
  • თურქოლოგიის  სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამა  - პროგრამის ხელმძღვანელი,  პროფ . ემზარ მაკარაძე - 577 17 97 45
  • შავიზღვისპირეთისა და კავკასიის ანტიკური არქეოლოგი   სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამა  - პროგრამის ხელმძღვანელი,  ასოც პროფ. ემზარ კახიძე - 599 13 79 69
  • ისტორიის  სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამა  - პროგრამის ხელმძღვანელი,  პროფ. ნანა ხახუტაიშვილი - 599 28 55 02.
  დანართი 1
  დანართი 2
  ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა