ბსუ-ს პირველკურსელთა რეგისტრაცია!

სურათი

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების რეგისტრაცია (პირადი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხელშეკრულების გაფორმება და პირადი საქმის გახსნა) განხორციელდება 2024 წლის 9 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა),  10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

რეგისტრაციის ადგილი: ბსუ-ს I კორპუსი - ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ.№35, I სართული, მცირე სპორტული დარბაზი), შემდეგი განრიგით:

9 სექტემბერი - ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისაგანმანათლებლო პროგრამებზე (,,ქართული ფილოლოგია“, ,,ისტორია“, ,,ინგლისური ფილოლოგია“, ,,გერმანული ფილოლოგია“, ,,რომანული ფილოლოგია“, ,,სლავური ფილოლოგია“, ,,თურქოლოგია“, ,,ფილოსოფია“, ,,არქეოლოგია“, „ჟურნალისტიკა“, „ქართულ ენაში მომზადების (აზერბაიჯანულენოვანთათვის/სომხურენოვანთათვის) საგანმანათლებლო პროგრამა“);

10 სექტემბერი - ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი საგანმანათლებლო პროგრამებზე (,,მათემატიკა“, ,,ფიზიკა“, ,,კომპიუტერული მეცნიერებები“, ,,დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების“ ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა’’, „სკოლამდელი განათლება“);

11 სექტემბერი - ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის საგანმანთლებლო პროგრამებზე (,,მშენებლობა“, ,,ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტინჟინერია“,  ,,არქიტექტურა“, ,,აგრარული ტექნოლოგიები“, ,,ნავთობისა და გაზის ინჟინერია“, “სასურსათო ტექნოლოგია“);

12 სექტემბერი - ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი საგანმანათლებლო პროგრამებზე (,,ბიოლოგია“, ,,ეკოლოგია“, ,,გეოგრაფია“, ,,ქიმია“, ,,ფარმაცია“, ,,ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია“, ,,მედიცინა“, ,,სტომატოლოგია“);

13 სექტემბერი - ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე  (,,ბიზნესის ადმინისტრირება“ და ,,ეკონომიკა“);

16 სექტემბერი - ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანთლებლო პროგრამებზე (,,სამართალმცოდნეობა“, ,,ევროპისმცოდნეობა“, ,,ფსიქოლოგია“, ,,საერთაშორისო ურთიერთობები“, ,,საჯარო მმართველობა“);

17 სექტემბერი - ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტი ,,ტურიზმის“ საგანმანთლებლო პროგრამაზე.

18-19 სექტემბერი - ბსუ-ს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აბიტურიენტებისათვის.  

 

ბსუ-ში რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა მატერიალური სახით უნდა წარმოადგინოს:

 

ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);

ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

გ) 2 ცალი ფოტოსურათი (3x4);

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის);

ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხევაში).

ვ) სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი;

ზ) არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში - დაბადების მოწმობა (თუკი მშობელი წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტებს, ხოლო სხვა კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა);

თ) ცნობა დასაქმების ადგილიდან - საქართველოს შეიარაღებულ ძალების სამხედრო მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი) შემთხვევაში, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს: აბიტურიენტის დაბადების მოწმობა - თუკი სამხედრო მოსამსახურის შვილია;  ქორწინების სარეგისტრაციო მოწმობა - თუკი სამხედრო მოსამსახურის მეუღლეა;

ი) ერთიანი ეროვნული გამოცდების სრული შედეგები.

ბსუ-ში სწავლის უფლების მქონე პირი (პირველსემესტრელი) ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია - გადაიხადოს პირველი სემესტრის სწავლის საფასური  სრულად ან ეტაპობრივად, შემდეგნაირად:

ა)  არანაკლებ 800 ლარი - პირმა, ვისაც არ აქვს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სახელმწიფო დაფინანსებით სწავლის უფლება;

ბ) არანაკლებ 340 ლარი - იმ პირმა, ვისაც მოპოვებული აქვს 50%-იანი სასწავლო გრანტი;

გ) არანაკლებ 200 ლარი - იმ პირმა, ვისაც მოპოვებული აქვს 70%-იანი სასწავლო გრანტი.

 

სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

მიღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ბანკის კოდი - TRESGE 22;

მიღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289.

გადახდის დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი და გვარი; პირადი ნომერი; ფაკულტეტი; საგანმანათლებლო პროგრამა; პირველი სასწავლო წლის საფასური.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდება 23 სექტემბერს.

  ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა