სამეცნიერო ჟურნალმა „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე” საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში ERIH PLUS ინდექსაცია მოიპოვა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის  ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა ,,შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე” (ISSN 2960-9208 ) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში ERIH PLUS (Humanities and Social Sciences) ინდექსაცია მოიპოვა. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე”  2022 წელს დაარსდა.

ჟურნალის სამეცნიერო სფეროები და მიმართულებებია: ისტორია, ეთნოლოგია-

ანთროპოლოგია, სოციოლოგია, არქეოლოგია, ლინგვისტიკა, ლიტერატურა

ხელოვნება, ფილოსოფია, რელიგიის ისტორია და სხვა;

ვულოცავთ ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის  ინსტიტუტს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.

ჟურნალის ელექტრონული მისამართი: 

https://nbi.openjournals.ge/index.php/nbi/aboutjournal


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა