ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ხალვაშმა „განათლების მეცნიერებების“ მიმართულებით ოთხი უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიპლომებს საზეიმო ვითარებაში მოაწერა ხელი. კურსდამთავრებულთა დიპლომებს ხელი მოაწერეს ასევე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებმა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან მოქმედებს ოთხი უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა “განათლების მეცნიერებები“. პროგრამის შექმნა ეფუძნება განათლების სფეროში არსებული ვითარების გაუმჯობესების საერთო ხედვას და მიზნად ისახავს მოამზადოს მკვლევარი, რომელიც შეძლებს თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სივრცის საჭიროებებისა და გამოწვევების გადაწყვეტას; ასევე, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის გამოცდილებისა და განვითარების გაზიარების კვალდაკვალ, შეძლოს ახალი ცოდნის შექმნა და წვლილის შეტანა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის განვითარების პროცესში.
ერთობლივ სადოქტორო პროგრამას უკვე 14 კურსდამთავრებული ჰყავს.
უკან |