ბსუ უკვე მესამე წელია მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის - მათემატიკაში, ინგლისურ ენაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში უფასოდ ამზადებს. 1-ელ დეკემბერს უნივერსიტეტმა განაახლა აბიტურიენტთა მომზადების მოკლევადიანი მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა, აბიტურიენტებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო პროგრამის მიმდინარეობას.
შუახევის მუნიციპალიტეტში თითოეული საგნისთვის შექმნილია ერთი ჯგუფი, რომელშიც 18-20 მოსწავლეა. ხულოს მუნიციპალიტეტში მოქმედებს თითო საგანში ორი ჯგუფი, 15 მოსწავლით. პროგრამას ახორციელებს ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი, ხულოსა და შუახევის რესურსცენტრები და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადაფინანსებით. პროგრამა აბიტურიენტებისთვის სრულიად უფასოა და გაგრძელდება 2023-2024 სასწავლო წლის ბოლომდე.
პროგრამა ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაგრძელდა, როგორც ბსუ-ს მესამე მისიის ერთ-ერთი წარმატებული აქტივობა - აჭარის ა.რ. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ხულოს და შუახევის) აბიტურიენტების ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი პროგრამების განხორციელება. ინიციატივა მიზნად ისახავს მაღალმთიანი აჭარის აბიტურიენტებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სრულფასოვან მომზადებას.
უკან |