(სხდომის ჩატარების დრო: 12 სთ.)
1. „ბსუ-ს რექტორის არჩევნების გამოცხადების შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2024 წლის 04 დეკემბრის №06-01/107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
(მომხს.: იურიდიული დეპარატმენტის უფროსი ჟანა ჯიბლაძე)
2. ბსუ-ს დოქტორანტურის დებულების დამტკიცების თაობაზე.
(მომხს-ები: რექტორის მოადგილე, პროფ. ანზორ ბერიძე;
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი,
პროფ. ვლადიმერ ღლონტი)
3. „ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, დამტკიცებისა და განვითარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2022 წლის 14 ივლისის №06-01/54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
(მომხს.: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი,
პროფ. ვლადიმერ ღლონტი)
4. 2025–2026 სასწავლო წლისათვის ბსუ-ს საბაკალავრო, ერთსაფეხურიანი, ქართულ ენაში მომზადების, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ.
(მომხს.: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი,
პროფ. ვლადიმერ ღლონტი)
5. ბსუ-ს 2024 წელს განსახორციელებელი მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების საბოლოო პროგრამული ანგარიშების მოსმენის თაობაზე.
(მომხს.: სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი თამარ მაჭუტაძე)
6. ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის განათლების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების თაობაზე.
(მომხს.: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი,
პროფ. ლელა თურმანიძე)
7. ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ზოგიერთი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე.
(მომხს.: იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,
პროფ. ლევან ჯაყელი)
8. ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ შორენა მახაჭაძისთვის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების შესახებ.
(მომხს.: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,
ასოც. პროფ. თეონა ბერიძე)
მიმდინარე საკითხები.
უკან |