უზბეკეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბსუ-სა და უზბეკეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.  ხელშეკრულება ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლას და მეცნიერების სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ბსუ-დან შეხვედრას ესწრებოდნენ რექტორი ტიტე აროშიძე, რექტორის მოადგილე, მერაბ ხალვაში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ღლონტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ნათია წიკლაშვილი, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი,  მარინე გიორგაძე.

უზბეკეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შეხვედრაზე წარმოადგენდა რექტორის მოადგილე ზუმრატ გაიბნაზაროვა და დილნოზა იულდოშევა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ალექსანდრე სიჭინავა და ზურაბ გარაყანიძე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა

Loading...