
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონური კულტურის საღამო გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა იაპონური კულტურის პოპულარიზაციასა და ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.საღამო გახსნა ბსუ-ს იაპონური ენის ლექტორმა, იაპონისტმა ლაშა ბოლქვაძემ. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰიდეკი იშიძუკამ და აჭარის ა.რ. კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ.
ღონისძიებაზე ბსუ-ს სტუდენტებმა ქართული და იაპონური ტრადიციული ცეკვები და სიმღერები შეასრულეს. იაპონელმა სტუმრებმა ფუროშიკის - ტრადიციული იაპონური ქსოვილის გამოყენების პრაქტიკული მასტერკლასი ჩაატარეს. ასევე გაიმართა კიოგენის - იაპონური კომედიური თეატრის წარმოდგენა, რომელიც იუნესკოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული.
უკან |