საგრანტო პროექტ PROMENT-ის საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრა და გალა კონფერენცია ლვივის პოლიტექნიკურ ეროვნულ უნივერსიტეტში (უკრაინა)

სურათი

ERASMUS+ საგრანტო პროექტის „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" პერსონალი, პროექტის მენეჯერი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა თურმანიძე და მკვლევარი ელისო ძნელაძე (ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი) 2026 წლის 26 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდნენ ლვივის პოლიტექნიკურ ეროვნულ უნივერსიტეტში (უკრაინა), პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრასა და გალა კონფერენციაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა  განიხილეს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტებში პროექტის ფარგლებში დანერგილი მენტორობისა და ტუტორობის სისტემის შედეგები.

გალა კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს  გამოცდილება მენტორობისა და ტუტორობის სქემების დანერგვასთან დაკავშირებით, განიხილეს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგები და ახალი პერსპექტივები.

ERASMUS+ საგრანტო პროექტის მონაწილე უნივერსიტეტებს ხარისხის სერტიფიკატები გადაეცათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა