ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია

  1. 2026 წლის 27 თებერვალს გამოცხადდა ღია კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში - ,,ბსუ“) იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევად (ასოცირებული პროფესორის 3 (სამი) ვაკანტური აკადემიური თანამდებობა). 
  2. კონკურსის ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად:

ა) 2026 წლის 01 აპრილიდან 02 აპრილის ჩათვლით,  11:00 სთ-დან 16:00 საათამდე დროის მონაკვეთში - საკონკურსო განცხადების (ანკეტის) და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

(შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) სრულად უნდა შეივსოს ელექტრონულად, ბსუ-ს პორტალის მოდულში ,,აკადემიური პერსონალის კონკურსი“- www.portal.bsu.edu.ge/jobs  და თან უნდა დაერთოს (აიტვირთოს) შესაბამისი პოზიციისათვის განსაზღვრული და საკონკურსო განაცხადში (ანკეტაში) ასახული ინფორმაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, უფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ გაცემული დოკუმენტაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტრონული ვერსია. საკონკურსო განაცხადის (ანკეტა) და დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის შემდეგ, კონკურსანტმა ბსუ- საპროცედურო კომისიაში მატერიალური სახით უნდა წარმოადგინოს ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით“ გათვალისწინებული და წინამდებარე ბრძანების 2 დანართში აღნიშნული დოკუმენტაცია);

ბ) 2026 წლის 02 აპრილს -  ბსუ-ს ვებგვერდზე განთავსდეს ინფორმაცია  დადგენილ ვადებში დარეგისტრირებული კონკურსანტების შესახებ და საკონკურსო მასალები გადაეცეს საკონკურსო კომისიას; 

გ) 2026 წლის 03-05 აპრილს ჩატარდეს აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსი (დოკუმენტაციის გადარჩევა/შეფასება, გასაუბრება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ფარული კენჭისყრით);

დ) არაუგვიანეს 2026 წლის 05 აპრილისა (17:00 საათი) - საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის (საბოლოო შედეგები) გამოქვეყნება ბსუ-ს ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge) და კონკურსის შედეგების დასამტკიცებლად აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა.

 

  1. კონკურსის პირობებია:  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი Web of Science ან Scopus ან ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით) საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში ან Google Scholar საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებული მონოგრაფია ან ჰუმანიტარულ დარგში ქართველოლოგიის მიმართულებით მონოგრაფია (რომელშიც ციტირებულია Google Scholar ან ERIH PLUS საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული ავტორის/ავტორთა სტატია/სტატიები) ან აქვს ეროვნულ საპატენტო ორგანიზაციებში რეგისტრირებული გამოგონება/პატენტი;

ბ) მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო ღონისძიებაში, რომლის აბსტრაქტები/გამოცემები ინდექსირებულია Web of Science ან Scopus ან Google Scholar ან ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით) საერთაშორისო ბაზებში;

გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო/არის დაფინანსებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის   ხელმძღვანელი/ძირითადი შემსრულებელი ან ბოლო 5 წლის განმავლობაში  არის დასაფინანსებლად წარდგენილი, მაღალი შეფასების მქონე (80% და მეტი) სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი/შემსრულებელი ან მედიცინის მიმართულებით იყო/არის კლინიკური კვლევის ხელმძღვანელი/მთავარი მკვლევარი/მკვლევარი; 

დ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს სახელმძღვანელო ან სალექციო კურსი/კურსები;

ე) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასისტენტ-პროფესორის/ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

  1. ბსუ-ს აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
  2. ბსუ-ს აკადემიური პერსონალის შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველი (შემდეგში - კონკურსანტი) ვალდებულია  საკონკურსო დოკუმენტაცია (საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) და აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები) წარმოადგინოს კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის ბრძანებაში აღნიშნული საკონკურსო ირობების, ფორმატისა და ვადების დაცვით.
  3. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე  ასარჩევმა  კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) - შევსებული რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;  

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);

დ) საკონკურსო     თანამდებობის     შესაბამისი     მიმართულების     სილაბუსი (სილაბუსები);

ე) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსის (სილაბუსების) შესაბამისი მინიმუმ ერთი სახელმძღვანელო/სალექციო კურსის/რიდერის ექტრონული ვერსია, მ ენაზე, რომელ ენაზეც ტარდება ლექცია (უნდა წარმოადგინოს მხოლოდ პროფესორის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კონკურსანტმა);

ვ) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას - საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;

ზ) დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის კონცეფცია აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე/ერთსაფეხურიანზე/ზოგადი განათლების მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე;

თ) შესაბამისი კადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) 2 ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4);

კ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;

ლ) ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - სასურველია წარმოდგენილი იქნეს, თუკი კონკურსანტი უთითებს ინგლისური ენის ფლობის შესახებ ინფორმაციას საკონკურსო განაცხადში/ანკეტაში;

მ) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება). საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის დღისათვის ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).

7.   კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) სრულად უნდა შეივსოს ელექტრონულად, პორტალზე - www.portal.bsu.edu.ge/jobs და თან უნდა დაერთოს (აიტვირთოს) შესაბამისი პოზიციისათვის განსაზღვრული და საკონკურსო განაცხადში (ანკეტაში) ასახული ინფორმაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, უფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ გაცემული დოკუმენტაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტრონული ვერსია.

8. საკონკურსო განაცხადის (ანკეტა) და საკონკურსო დოკუმენტაციის ასლების ელექტრონულად წარმოდგენის შემდეგ, კონკურსანტმა საპროცედურო კომისიაში მატერიალური სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა) ელექტრონულად წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადის (ანკეტა) ამობეჭდილი ვერსია;

ბ) 2 ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4);

გ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ან  შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ) (შენიშვნა: ბსუ-ში დასაქმებული/შრომითი გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალის შემთხვევაში, საკმარისია ელექტრონული სააპლიკაციო განაცხადის შესაბამის ველში ატვირთვა);   

დ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  1.    ბსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით, ღია კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ, კონკურსში გამარჯვებულ პირებთან დაიდება შრომითი ხელშეკრულებები (იხილეთ ამავე ველში ბსუ-ს რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმა) ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული ვადებით.
  2. კონკურსის შედეგად არჩეული ბსუ-ს აკადემიური თანამდებობის პირის სამუშაო დატვირთვა და შრომის ანაზღაურების გაცემის პირობები განსაზღვრულია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განხილული და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული ,,ბსუ-ს პერსონალის აფილირების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის შრომის დატვირთვის განსაზღვრისა და ანაზღაურების გაცემის წესით (შემდეგში -,,აფილირების  წესი“), რომლის თანახმად, ბსუ-სთან აფილირებულად მიიჩნევა პირი, რომელიც: ა)  დასაქმებულია აკადემიურ თანამდებობაზე მხოლოდ ბსუ-ში, არ უკავია სხვა დაწესებულების სამეცნიერო თანამდებობა, ბსუ-ში ახორციელებს  საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და თავის სამეცნიერო კვლევის შედეგებს უკავშირებს (ეთვლება) მხოლოდ ბსუ-ს; ბ) ბსუ-ს სახელით მონაწილეობს საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში; გ) აქტიურად არის ჩართული ბსუ-ს საგანმანათლებლო, კვლევით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესებში; დ) აქტიურად არის ჩართული სტუდენტების აკადემიური კონსულტირების და აკადემიური/სამეცნიერო ხელმძღვანელობის პროცესებში. ბსუ-სთან აფილირებულად ვერ ჩაითვლება პირი, რომელსაც ბსუ-სთან არა აქვს გაფორმებული აფილირების ხელშეკრულება/შეთანხმება ან შეუწყდა, აფილირების წესის შესაბამისად.

ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის - www.bsu.edu.ge  კონკურსების ველის მეშვეობით, საკონკურსო განცხადებასთან ერთად, კონკურსანტებისათვის ხელმისაწვდომია გასაცნობად რეგულაციები/საუნივერსიტეტო სამართლებრივი აქტები (ბსუ-ს წესდება; ბსუ-ს ეთიკის კოდექსი; ,,ბსუ-ს პერსონალის მართვის პოლიტიკა“;  ბსუ-ს შინაგანაწესი;  ,,ბსუ-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“, ბსუ-ში სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა; ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს 2024 წლის 12 თებერვლის №07-01/12 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი“; ,,ბსუ-ს პერსონალის აფილირების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის შრომის დატვირთვის განსაზღვრისა და ანაზღაურების გაცემის წესი“;  ბსუ-ს საქმისწარმოების ინსტრუქცია; ბსუ-ს აკადემიური თანამდებობის პირთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების ფორმა; საკონკურსო განაცხადების (ანკეტის) ფორმის დამტკიცების ბრძანება და სხვა რეგულაციები, ბსუ-ს ვებგვერდის ველიდან ,,იურიდიული ცნობარი).

ბრძანება №01-02/40

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა