საინფორმაციო შეხვედრა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ

სურათი

ბსუ-ს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა  ,,ერაზმუს+“-ისა და აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პირობების, კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის, პარტნიორი უნივერსიტეტებისა და სტიპენდიების შესახებ.

გაცვლითი პროგრამების კონკურსი 2026 წლის 10 მარტიდან გამოცხადდა და სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ევროპის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განახორციელონ მობილობა ერთი სემესტრის განმავლობაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა