ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორად მარიამ მეტრეველი აირჩიეს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრებმა დირექტორად ბიოლოგიის დოქტორი, ბსუ-ს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი მარიამ მეტრეველი აირჩიეს. 

დღეს ბსუ-ს რექტორის მოადგილემ გიორგი ქათამაძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მერაბ დიასამიძესთან, რექტორის მოადგილე თამარ სირაძესთან და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსთან ნანა თავდგირიძესთან ერთად, ინსტიტუტის სამეცნიერო და ტექნიკურ პერსონალს ახალი დირექტორი - მარიამ მეტრეველი წარუდგინა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

მარიამ მეტრეველი არის ბიოლოგიის დოქტორი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, 15 წელი გახლდათ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, მისი კვლევითი საქმიანობა დაკავშირებულია ბიომრავალფეროვნებასთან, სამკურნალო და ენდემური მცენარეების ბიოეკოლოგიურ და ფარმაკოგნოსტურ კვლევასთან. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, საერთაშორისო კონფერენციებისა და სამეცნიერო პროექტების ორგანიზატორი და მონაწილე.

შეხვედრაზე გიორგი ქათამაძემ მადლობა გადაუხადა ასევე ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს გურამ მემარნეს წლების განმავლობაში გაწეული აქტიური სამეცნიერო და საორგანიზაციო საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა. ასევე მადლობა გადაუხადა ინსტიტუტის განყოფილებების ხელმძღვანელებსა და ტექნიკურ პერსონალს ნაყოფიერი საქმიანობისთვის. შეხვედრის ფარგლებში მეცნიერებს მიულოცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო საგრანტო კონკურსში პროექტების გამარჯვება და წარმატებები უსურვა. შეხვედრის დასასრულს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ინსტიტუტის ლაბორატორიები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა