
1. გამოცხადდა კონკურსი ბსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევად.
2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ მე-3 სასწავლო წლის სტუდენტებს, ბსუ-ს მაგისტრანტებს ან ბსუ-ს კურსდამთავრებულებს (შენიშვნა: საბაკალავრო საფეხურის მე-3 სასწავლო წლის სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების რაოდენობა არ უნდა იყოს 120 კრედიტზე ნაკლები).
3. კანდიდატი უნდა ფლობდეს წერითი და ვიზუალური თხრობის უნარებს, ჰქონდეს მულტიმედიური, მათ შორის გრაფიკული და ვიდეო კონტენტის შექმნის საბაზისო გამოცდილება (Adobe Photoshop, Premiere Pro, CapCut ან ანალოგიური პროგრამები), იცნობდეს და აქტიურად იყენებდეს სოციალური მედიის პლატფორმებს (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn), გამოირჩეოდეს კრეატიული აზროვნებითა და თანამედროვე ტრენდების ცოდნით, ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი დონე და გუნდური მუშაობის უნარი (პორტფოლიოს წარმოდგენა ჩაითვლება უპირატესობად).
4. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 23 მარტიდან 03 აპრილის ჩათვლით ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) ან ბსუ-ს ელექტრონული ფოსტის (chancellery@bsu.edu.ge) მეშვეობით უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (შევსებული სტაჟირების გავლის წესის №1 დანართით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად, მათ შორის, სამოტივაციო ნაწილიც);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) CV;
დ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (აქტიური სტატუსის შემთხვევაში) და სასწავლო ბარათი, ხოლო ბსუ-ს კურსდამთავრებულმა - ბსუ-ს დიპლომისა და სტანდარტული დანართის ასლი;
ე) ერთი ფერადი ფოტოსურათი (3X4);
ვ) ცნობა სოციალურად დაუცველობის შესახებ (არსებობის შემთხვევაში).
5. კონკურსის წესით შეირჩეს 2 სტაჟიორი, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში გაივლიან ანაზღაურების გარეშე სტაჟირებას ბსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში (სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთველის №32, ბსუ-ს №1 კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი №33), სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი), ორ ცვლაში, შემდეგი განრიგით: პირველი ცვლა (09:00 სთ - 13:00 სთ), ხოლო მეორე ცვლა (14:00სთ - 18:00სთ).
6. სტაჟირების გავლის პერიოდში სტაჟიორებმა უნდა შეასრულონ ბსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პერსონალის სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები, დაკისრებული დავალების ფარგლებში.
7. სტაჟირების გავლის შედეგების დადებითად შეფასების (სტაჟირების წარმატებით გავლის) შემთხვევაში სტაჟიორზე გაიცეს სერტიფიკატი.
8. ანაზღაურების გარეშე სტაჟირების პერიოდის (ერთი თვე) გასვლის შედეგად, სტაჟიორის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე შეირჩევა ერთი სტაჟიორი, რომელიც შესაძლებელია დასაქმდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, არაუმეტეს 6 თვის ვადით (ანაზღაურებადი სტაჟირება). დასაქმებული სტაჟიორის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამის სამუშაო ცვლებში სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით (არაუმეტეს 500 ლარი).
9. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ უნდა განსაზღვრება კონკურსის ჩატარების ვადები (დოკუმენტაციის გადარჩევა, კონკურსანტებთან გასაუბრება, შედეგების გამოცხადება), ინფორმაცია განთავსდება ბსუ-ს ვებგვერდზე (კონკურსების ველში).
10. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სტაჟიორთა მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ წინამდებარე განცხადებას თან ერთვის:
10.1. სტაჟირების განაცხადის ფორმა („ბსუ-ში სტაჟირების გავლის წესის“ №1 დანართი);
10.2. ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 29 მარტის №02 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ბსუ-ში სტაჟირების გავლის წესი“;
10.3. კონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება;
10.4. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პერსონალის ფუნქციათა (სამუშაო) აღწერილობა.
| უკან |
