27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე

სურათი27 სექტემბრის, სოხუმის დაცემის დღის აღსანიშნავად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები სიმბოლურად ზღვის სანაპიროსთან შეიკრიბნენ. ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გაიხსნეს 19 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირები და მათი ხსოვნის უკვდასაყოფად მანათობელი ფრანები გაუშვეს. აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, სამხედრო დაპირისპირებისას ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, ხოლო 350 ათასამდე დევნილი ღია ცის ქვეშ დარჩა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა