ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის 30-მდე მოსწავლეს უმასპინძლა. მოსწავლეებს ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე შეხვდა, ახალგაზრდებს დეტალურად გააცნო უნივერსიტეტის ფაკულტეტები, სასწავლო პროგრამები და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები.

მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, კრიმინალისტიკის ლაბორატორია, სასამართლო საიმიტაციო დარბაზი და ქიმიის ლაბორატორია დაათვალიერეს. აბიტურიენტები ასევე ჩაერთნენ პრაქტიკულ აქტივობებში - მონაწილეობა მიიღეს კვალის აღების პროცესში, ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი და შეასრულეს სხვადასხვა ექსპერიმენტული და პრაქტიკული დავალება. ასევე დაათვალიერეს ტექნოლოგიური ფაკულტეტის „ფაბლაბის“ სივრცე, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია დარგის სპეციალისტებისგან.

მოსწავლეების ვიზიტი განხორციელდა ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის  „პროფესიული ორიენტაცია“  დღის ბანაკის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა პროფესიული მიმართულების პრაქტიკულ გაცნობას და მათ მხარდაჭერას მომავალი პროფესიის სწორად არჩევაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა