(სხდომის ჩატარების დრო: 15 სთ.)
1. ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარების მიზნით საკონკურსო და სააპელაციო კომისიების შექმნის შესახებ.
(მომხს.: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი ტიტე აროშიძე)
2. ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე.
(მომხს.: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი ლელა თურმანიძე)
3. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მობილობით ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე კ. ზუბანოვის სახელობის აკტობეს რეგიონალური სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ჩამოსული სტუდენტ ალია კაპანოვასთვის 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ.
(მომხს.: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი ლელა თურმანიძე)
4. ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ზოგიერთი სტუდენტისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ.
(მომხს.: იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირაკლი გორგილაძე)
5. „გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მობილობით ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩამოსული სტუდენტებისთვის 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2026 წლის 13 მარტის №06-01/36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
(მომხს.: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თეონა ბერიძე)
6. „რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის „ორთოდონტია“ განხორციელებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2025 წლის 20 ოქტომბრის №06-01/138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
(მომხს.: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის
ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ხუხუნაიშვილი)
7. ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2025 წლის 17 აპრილის №06-01/42 დადგენილებით დამტკიცებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაში „სასურსათო ტექნოლოგია“ ცვლილების შეტანის შესახებ.
(მომხს.: ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი გიზო ფარცხალაძე)
მიმდინარე საკითხები.
| უკან |
