2026 წლის 15-16 მაისს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის, ქალაქ ბათუმის მერიის კულტურის ცენტრისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ჩვენი სულიერების ბალავარი“ - XV.
კონფერენციის ძირითადი მიზანია, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობასთან, წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლასა და, ასევე, საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ისტორიის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული უახლესი კვლევების წარმოჩენა. ამასთანავე, 2026 წელი საიუბილეო თარიღია - 1700-ე წელი სრულდება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ამდენად, წლევანდელი კონფერენცია აღნიშნულ საიუბილეო თარიღსაც ეძღვნება, რაც გათვალისწინებული იქნება საკონფერენციო მოხსენებების შერჩევის დროს.
გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, მიმდინარე წლის 25 აპრილის ჩათვლით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: nbi@bsu.edu.ge გადმოაგზავნოთ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (ქართულად და ინგლისურად) და აბსტრაქტი (მხოლოდ ქართულად), რომელშიც ნათლად უნდა იყოს წარმოჩენილი თემის აქტუალურობა და სამეცნიერო სიახლე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხსენებას ჰყავს რამდენიმე თანაავტორი, სარეგისტრაციო ფორმის შესაბამის ველში მათი მონაცემები შეიტანოთ ისეთივე თანმიმდევრობით, როგორც ეს პროგრამაში გსურთ იხილოთ.
| უკან |
