
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ტიტე აროშიძესთან ერთად, აგრარული მიმართულებით სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდა და დარგის განვითარების პერსპექტივები, მიმდინარე პროექტები და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა განიხილა.
სტუდენტებმა მინისტრს საკუთარი იდეები და ინიციატივები გაუზიარეს, ასევე დასვეს კითხვები სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებისა და სტარტაპების მხარდაჭერის მიმართულებით. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა რეგიონის აგრარული სფეროს გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და სამინისტროს დეპარტამენტის უფროსები.
| უკან |













