
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ტიტე აროშიძეს შეხვდა. ბსუ-ს დელეგაციის იაპონიაში ვიზიტის შედეგად თანამშრომლობა შედგა კობეს, ცუკუბას და ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტებთან. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ბსუ-ს სტუდენტები იაპონური ენის საზაფხულო პროგრამის ფარგლებში ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტში გაემგზავრებიან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას იაპონურენოვანი ლიტერატურა - 345 მანგა, იაპონური კომიქსი გადაეცა.
| უკან |















